https://drive.google.com/drive/folders/1kTt6nRGCkK8UjnvGKk4yz4r8QFbCaNWs?usp=sharing
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
დალი ბერიძე
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
ქედა
|
||
სკოლა
|
სსიპ ქედის
მუნიციპლიტეტის სოფელ კვაშტის საჯარო სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
,,ენა დედაა
ერისა“
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
ქართველი კაცისთვის ცხოვრების უმთავრესი არსი დასაბამიდან იყო ენა, მამული, სარწმუნოება, რომლისთვისაც თავის გაწირვა სავალდებულო კი გახლდათ. ენა განძია ერისა, რომელსაც საკუთარი თავივით მართებს მოვლა-გაფრთხილება, შენახვა და დაცვა მომხდურთაგან, რადგან მტრისთვის უდიდეს გამარჯვებას ნიშნავს შეტეულისთვის ენის წართმევა, დედა ენაზე მეტყველების აკრძალვა. “რა ენა წახდეს…”ვიცით და გვსმენია ამ დამაფიქრებელი, უფრო კი გამაფრთხილებელი ჩაგონების დანიშნულება და მიზანი… და თავგადაკლულები, კბილებით ვიცავთ უძველესსა და ულამაზესს, დედასავით სანუკვარსა და უსაყვარლესს, უმშვენიერესსა და ტკბილხმოვანს, უმდიდრეს ენას ქართულს. თავს ვწირავთ, სიცოცხლეს ვანაცვალებთ მის შენარჩუნებას და დაფარვას, თავდაუზოგავად ვიღვწვით მომავალი თაობისთვის შეუბღალავად და ნირშეუცვლელად გადასაცემ დასატოვებლად. ვიცით ქართველებმა ჩვენი ენის ძალა და ფასი, მისი დანიშნულება და ღონე, რადგან მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად არნახულ შემოტევებისგან გადარჩენილებსა და თავდახსნილებს, დღესაც ქართულად გვალაპარაკებს.
დედაენისადმი სიყვარულის განმტკიცებას არამარტო საგაკვეთილო
პროცესში, არამედ კლასგარეშე ღონისძიებებითაც უნდა ვცდილობდეთ. ამ პროექტის
მიზანიც სწორედ ესა, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები გავაერთიანო ერთი
მიზნისთვის: მოაწყონ ერთობლივი ღონისძიება ფართო აუდიტორიისათვის
წარსადგენად, რაც აუმაღლდებთ
ცნობიერებას მშობლიური ენის ღირებულების
შესახებ და ხელს შეუწყობს ენის დაცვით
ღონისძიებებში მათ აქტიურ ჩართვას.
პროექტის დაწყებამდე გავაანალიზებ და ობიექტურად შევაფასებ თითოეული
მოსწავლის შესაძლებლობებს, შესაბამისად შევქმნი ჯგუფებს და გადავანაწილებ
დავალებებს.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
ქართული ენა და ლიტერატურა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
I-IX კლასი
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
3 კვირა
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
ქართ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა
საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჯგუფთან ერთად
ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად ამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს,
მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს აცნობს და უთანხმებს ჯგუფის
წევრებს;
· გამოდის წყვილის,
ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს
თანაგუნდელების საერთო აზრს;
· ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით
გამოთქმულ მოსაზრებაზე;
· ზეპირი გამოსვლის/პრეზენტაციის დროს ნათლად წარმოადგენს თემას/საკითხს სათანადო ინფორმაციის მოწოდებითა და ლოგიკური
თანამიმდევრულობის დაცვით;
· საუბრობს სათანადო ტემპით, მკაფიოდ და გარკვევით;
საჭიროებისამებრ იყენებს მეტყველების არავერბალურ საშუალებებს.
ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
• ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, მაგ., აზრის პერიფრაზირებას, მოკლე განმარტებების ჩართვას, ცხოვრებისეული მაგალითების დამოწმებას და ა. შ.);
• აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
• აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად დასახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და
სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერისას ითვალისწინებს
აუდიტორიის ასაკობრივ, სოციალურ, კულტურულ და სხვა თავისებურებებს;
·
სხვადასხვა აუდიტორიისათვის
შეარჩევს ტექსტის ტიპს (ლიტერატურული ნარკვევი, მიმართვა, წერილი, რეკომენდაცია,
ვებგვერდის სტატია, ესეი და ა.შ.), რათა უპასუხოს მათს მოთხოვნებსა და ინტერესებს;
·
აუდიტორიის თავისებურებების
გათვალისწინებით გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ / დამაინტერესებელ
საშუალებას (მაგალითად, მოგონებას, ციტატას, იუმორს, პარალელს და სხვ.).
ის. ტექნ. დაწყ. 5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
·
იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
ს.გ.VI.1. მოსწავლეს
შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სხვადასხვაგვარი
მონასმებით და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას და ქმნის ფაქტურებს;
·
ქმნის
რთულ ორნამენტს ფორმების, ფერების, ხაზების, მონასმების გამეორებით;
21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევები:
·
მოსწავლეს
განუვითარდება სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები. შეძლებს ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას, კულტურული განსხვავებების გათვალისწინებას და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენებას შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
იჩენს უწყვეტი განათლებისთვის მზაობას, ირგებს განსხვავებულ როლებსა და შეუძლია პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
·
მოსწავლეს
ჩამოუყალიბდება სწორი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი,
შეძლებს საკუთარი იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვას წერილობითი
თუ სიტყვიერი ფორმით, ასევე სხვისი აზრის პატივისცემასა და პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში;
·
მოსწავლეს
ჩამოუყალიბდება / აუმაღლდება საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური
უნარ-ჩვევები, იგი შეძლებს
ინფორმაციის ეფექტურად / ეფექტიანად მოპოვებას, ინფორმაციის ზუსტად და
შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით, ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა
და/ან ქსელების შესატყვის გამოყენებას.
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის
შედეგები
|
|||
მოსწავლეებს
·
განუვითარდეთ
ზეპირი და წერითი გადმოცემის,
შემოქმედებითი აზროვნების უნარები;
·
ჩამოუყალიბდებათ
ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი /
საკომუნიკაციო უნარები;
·
შეძლებენ
მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტირებას ფართო აუდიტორიის წინაშე;
·
აუმაღლდებათ
ცნობიერება მშობლიური ენის ღირებულების
შესახებ და ხელს შეუწყობენ ენის დაცვითი ღონისძიებების გატარებას მათ გარშემო.
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი
კითხვა
|
რა არის ენა ?
საიდან იღებს სათავეს ენა?
რა დანიშნულება აქვს ენას ადამიანის
ცხოვრებაში?
|
||
თემატური
კითხვები
|
განვითარების რა საფეხურები განვლო ქართულმა
ენამ?
რა გავლენა აქვს მშობლიურ ენას ადამიანის
ჩამოყალიბების პროცესში?
რა ადგილი უჭირავს ქართულ ენას მსოფლიო ენათა
შორის?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
რა საფრთხეები გადაულახავს ქართულ ენას არსებობის
მანძილზე?
ვინ იყვნენ ქართული ენის უდიდესი ქომაგები?
რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ენის დასაცავად?
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის
ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების
საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
·
კითხვები
·
მინი
ლექცია
|
·
დისკუსია
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
·
ჩანაწერები
/დღიურები
·
ჯგუფური
და ინდივიდუალური შეფასება , თვითშეფასება
·
მასწავლებელი-მოსწავლის
განხილვები
|
·
თანატოლთა შორის
განხილვა
·
თვითშეფასება
·
პრეზენტაცია
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
·
პროექტის
რუბრიკა
|
·
შესწავლილი
მასალის ანალიზი/წარდგენა
·
პრეზენტაციები
·
კედლის გაზეთი / ესსეები
·
ჩანახატები
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები აწარმოებენ დღიურს სასწავლო პროცესის განმსაზღვრელ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. რაც პროექტის მანძილზე დისკუსიების წარმართვის
წინაპირობაა, ასევე უზრუნველყოფს სწავლის პროცესის მონიტორინგს და აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტის საწყის ეტაპზე, კითხვების გამოყენებით, შეფასდება მოსწავლეების საბაზისო ცოდნა
ენის, როგორც საკომუნიკაციო საშუალების, რაობისა და მნიშვნელობის შესახებ. მასწავლებელი შეასწორებს პროექტის
დაგეგმვის გზამკვლევს პროექტის მსვლელობისას შემეცნებისა და პროგრესის მონიტორინგისთვის.
პროექტის რუბრიკა აქტიურად გამოიყენება მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ მუშაობის პროცესში მითითებების მისაცემად და ნაშრომების შესაფასებლად. თანატოლთა და მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განხილვები შუალედურ ეტაპზე მოსწავლის პროგრესის შეფასების და საბოლოო პროდუქტის რედაქტირებისთვის გამოიყენება. მოსწავლეები, რომლებიც კედლის გაზეთს /ესსეს / პრეზენტაციას შექმნიან, შესაბამისი რუბრიკით სარგებლობენ სამუშაო პროცესის მონიტორინგისთვის. თითოეული საკითხის დასრულების შემდეგ შესაბამისი დრო დაეთმობა მოსწავლეების მიერ დასრულებული
სამუშაოს ანალიზს. ასევე, განიხილება, თუ როგორ უნდა დაუკავშირონ თითოეული აქტივობა
სასკოლო ღონისძიებას.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარეცოდნა
|
|||
მოსწავლეებმა
იციან ენის რაობა;
მოსწავლეებს
შეუძლიათ პლაკატების მოხატვა გარკვეული თემატიკის მიხედვით;
მოსწავლეები
ფლობენ წერის ძირითად სტრატეგიებს;
მოსწავლეები
ამზადებენ პრეზენტაციებს ისტ-ის გამოყენებით.
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
პირველი კვირა:
შეხვედრა
პროექტის გასაცნობად, სამიზნე ჯგუფების შესაქმნელად და დავალებების გადასანაწილებლად.
მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას,
მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებს. შემდეგ
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების
გამოყენებით გავიგებ, თუ ზოგად ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები.
ვესაუბრები ენის, როგორც საკომუნიკაციო საშუალებისა და
მშობლიური ენის დანიშნულების შესახებ. ასევე ქართული ენის ჩამოყალიბებისა და მისი
განვითარების საფეხურების შესახებ; ერთად გავიხსენებთ, თუ რა საფრთხეების წინაშე
იდგა ქართული ენა საუკუნეების განმავლობაში და რა ღონისძიებებს ატარებდა
ქართველი ერი მშობლიური ენის დასაცავად.
ლექციის შემდეგ იმართება მცირე დისკუსია,
შემდეგ კი - სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბება და
დავალებების /ინსტრუქციების გაცემა.
·
მოსწავლეების
პირველი ჯგუფისათვის (I-VI კლასი - ,,დეკლამატორები“) თემატური ლექსების მოძიება (დედაენაზე)
და მუშაობას დაწყება მხატვრული კითხვის მიმართულებით;
·
მოსწავლეების
იმ ნაწილისათვის (VII
კლასი - ,,ნორჩი მხატვრები“), რომელთაც ეხერხებათ კარგი ხატვა, მასალის გადაცემა
(გუაშები და ფუნჯები, ფერადი ფანქრები, ფლიფჩარტები და მყარი ტექსტურის მქონე
დიდი ფორმატის ქაღალდები) პლაკატების მოსამზადებლად და კედლის გაზეთის გასაფორმებლად;
·
მოსწავლეთა
ჯგუფს (VIII კლასი - ,,ჟურნალისტები“)
კიდევ ერთხელ გავახსენებ, თუ როგორ უნდა იმუშაონ ჩანახატების, ესეებისა და
სტატიების მოსამზადებლად. (ყველა ნაშრომი განიხილება მოსწავლეთა და მასწავლებლის
მიერ და მომზადდება კედლის გაზეთში
დასაწერად თუ ღონისძიების პროგრამაში ჩასართავად);
·
IX კლასის
მოსწავლეებს (,,ოპერატორ-მემონტაჟეები“) დევალებათ მუშაობის პროცესი აღბეჭდონ
ფოტოებზე და მოამზადონ პრეზენტაციები/ვიდეორგოლები როგორც პროექტის შესახებ, ასევე დედაენის
შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ ღონისძიებაზე.
მეორე კვირა:
მთელი კვირის განმავლობაში იმართება
სამუშაო შეხვედრები მოსწავლეთა თითოეულ ჯგუფთან. შეხვედრები ინდივიდუალურია,
მცირე ჯგუფებთან შეხვედრა მასწავლებელს
ხელს შეუწყობს დააკვირდეს (საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს) დავალებების შესრულების მიმდინარეობას.
კვირის ბოლოს ყველა ჯგუფი ერთმანეთს
წარუდგენს საკუთარ ნაშრომებს და მოისმენენ ერთმანეთის აზრს/იდეას.
მესამე
კვირა:
კვირის დასაწყისში საბოლოო ნაშრომები
ერთიანდება ღონისძიების სცენარში, იწყება მუშაობა კედლის გაზეთზე. მიდის აქტიური რეპეტიციები ლექსებისა და სიმღერის
დასახვეწად. კეთდება დეკორაციები, მოეწყობა დარბაზი. მოსწავლეები
ამზადებენ მოსაწვევებს და ურიგებენ მასწავლებლებსა და მშობლებს.
ღონისძიება
|
|||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
მისი
შესაძლებლობის გათვალისწინებით, ვამუშავებ გრაფიკულ რედაქტორში ან ჩავრთავ მოხატვით სამუშაოებში.
|
||
არაქართულენოვანი მოსწავლეები
(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
დავიხმარებ
შესაბამისი უცხო ენის მასწავლებელს, გამოვიყენებ ლექსიკონებს. შესაძლებელია,
რომელიმე ლექსის ან ჩანახატის თარგმნა ამ ენაზე და ორიგინალის პარალელურად
ღონისძიებაზე წარდგენა.
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
აქტიურად
ჩავრთავ ღონისძიების ორგანიზებაში,
მოვამზადებინებ პრეზენტაციებს.
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ,
რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
||
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ,
რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
||
ბეჭდური მასალები
|
·
იაკობ გოგებაშვილის ,,ბურჯი ეროვნებისა“
·
იაკობ გოგებაშვილის დედაენა
·
გივი ჭიჭინაძე
,,ასოხატულა კუნწულები“
·
მუხრან
მაჭავარიანი ,,მე ისეთ ქართველს რა
ვუთხრა“
·
ზურაბ გორგილაძე
,,სიტყვავ, ბატონო“
·
ირაკლი
აბაშიძე ,,ხმა კატამონთან“
|
||
ინვენტარი/მასალები
|
·
თაბახის ფურცლები, ფლიფჩარტები, ფერადი მარკერები,
ფანქრები, გუაშები და ფუნჯები
·
კომპიუტერი, პრინტერი, პროექტორი, ფოტო-ვიდეო კამერა
|
||
ინტერნეტრეს ურსები
|
·
ლექსები
დედაენაზე საიტიდან http://www.aura.ge/317-leqsebi-deda-enaze.html
·
ქართული ენის
ისტორია https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90
·
სიმღერა
დედაენაზე https://www.youtube.com/watch?v=PSeRd9LlPcI
|
||
სხვა რესურსები
|
მოწვეული
სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები,
მშობლები , მასწავლებლები
|
||
No comments:
Post a Comment